გიგა ბოკერია - ხელისუფლება პარტნიორებს ეუბნება, უნდა გაგვისწოროთ, რეჟიმს უნდა შეეგუოთ და შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთო, ხოლო  ოპოზიციას, რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო

ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ბოდვა გრძელდება. აღწერაც კი ძნელია, რა გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებს ეუბნება, თუ საქართველოსთვის კარგი გინდათ, უნდა გაგვისწოროთ, ჩვენს რეჟიმს უნდა შეეგუოთ და მაშინ შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთ. ასევე ოპოზიციასაც ეუბნება, რომ რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხვდება, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ასე არ ხდება.

„ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმ ფონზე, როცა გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ესმის, რომ საქართველოს ევროპული, თავისუფალი, უსაფრთხო მომავალი ივანიშვილის რეჟიმთან შეუთავსებელია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. იმ ზღვარს უნდა მივაღწიოთ, როცა არჩევნების გზით იძულებული იქნება შეეგუოს ძალაუფლების დათმობას და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით წყალს უნდა გავატანოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში