შალვა პაპუაშვილი - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის პრორუსებად მოხსენიება იმდენად სასაცილოა, რომ ამას არავინ დაიჯერებს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან" გასული წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის პრორუსებად მოხსენიება იმდენად სასაცილოა, რომ ამას არავინ დაიჯერებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ამ ადამიანებს ე.წ. კლიშეებს აკერებენ, თითქოს პრორუსები არიან.

„პირდაპირი პროპაგანდისტული შტურმი მიმდინარეობს ახლა ბევრი მედიასაშუალების მხრიდან, რომ მოხდეს მათი სტიგმატიზება, "კლიშეების მიკერება" პრორუსულობით და ანტიდასავლურობით, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხერხი. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთან შეხვიდე პოლემიკაში და თუკი რაიმე კრიტიკა ან პრეტენზია გაქვს, პასუხი დაუპირისპირო, ამის ნაცვლად ცდილობენ, მიაკერონ კლიშე და აღარ შევიდნენ პოლემიკაში, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხერხი, სხვათა შორის რუსეთი იყენებს ამ ხერხს ძალიან აქტიურად. ეს არის "კლიშეს მიკერება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა უნდა დააკვირდეს ამ პროცესს და რეალობას დაინახავს.

"ყველას მოვუწოდებ, ამ პროცესს დავაკვირდეთ. ნაცვლად იმისა, რომ იყოს თუნდაც კრიტიკული შეფასებები ან მსჯელობა, ადამიანების სტიგმატიზება ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, გუშინ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის პრორუსებად მოხსენიება იმდენად სასაცილოა ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამას არავინ დაიჯერებს. ამიტომ, ამ "კლიშეების მიკერების" ნაცვლად, სჯობს, თუ ადამიანებს რაიმე სათქმელი აქვთ ან საკამათო ამ ადამიანებთან, ეკამათონ შინაარსობრივად და "კლიშეები" არ მიაკერონ",-განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა