ებრაული მედია - ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმის, როგორც პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისგან თავს იკავებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ იერუსალიმის, როგორც პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის გაკეთებას თეთრი სახლის ლიდერისგან პალესტინის ხელისუფლება ითხოვდა.

ამის ნაცვლად, ბაიდენმა განაცხადა, რომ იერუსალიმი ცენტრალურია როგორც პალესტინელების, ასევე ისრაელის ეროვნული ხედვებისთვის - მათი ისტორიისთვის, რწმენისა და მომავლისთვის.

თეთრი სახლის ლიდერმა იერუსალიმში, წმინდა ადგილებში სტატუს კვოს დაცვის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი, სადაც იორდანია ინარჩუნებს ზედამხედველის როლს.

„მთელ ამ წმინდა მიწაზე, რომელიც სავსეა მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებით, ჩვენ ყველანი თავისუფალნი უნდა ვიყოთ ჩვენს რელიგიურ აღმსარებლობაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის გასაღები პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით იწყება. მისივე თქმით, მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს დაფუძნებით შეძლებს ისრაელი მშვიდობით, უსაფრთხოებითა და რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობით იცხოვროს.

„ნაკბადან, იძულებით გადაადგილებიდან და ოკუპაციიდან 74 წლის შემდეგ, არ არის დრო, რომ ოკუპაცია დასრულდეს და ჩვენმა ურყევმა ხალხმა კვლავ მოიპოვოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა?“ - იკითხა აბასმა ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პალესტინის პრეზიდენტმა გააპროტესტა „ისრაელის რასობრივი დისკრიმინაცია და აპარტეიდი მისი ხალხის წინააღმდეგ“ და მოუწოდა დასახლებული პუნქტებიდან პალესტინელების გაძევების, სახლების დანგრევისა და ქალაქების შტურმის დამთავრებისკენ. ის ასევე მოუწოდებს ისრაელს, პატივი სცეს ისლამურ და ქრისტიანულ წმინდა ადგილებზე არსებულ ისტორიულ ვითარებას.

ამასთან, აბასმა პალესტინელ-ამერიკელი ჟურნალისტის, შირინ აბუ აკლეს მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ებრაული ძალების ტყვიას ემსხვერპლა, ისრაელს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

„აბუ აკლე ასრულებდა დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის სასიცოცხლო საქმიანობას. მისი გარდაცვალება არის უზარმაზარი დანაკარგი. ვიმედოვნებ, რომ მისი მემკვიდრეობა შთააგონებს უფრო მეტ ახალგაზრდას, გააგრძელონ სიმართლის გაშუქება და ისტორიების მოყოლა, რომლებიც ძალიან ხშირად გამოუაშაკარავებელია“, - დასძინა ბაიდენმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია