ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს წინადადებით მიმართა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, წერილობით მიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმართვა სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით შეხვედრის მოთხოვნას და მათთვის ანა დოლიძის ხედვის წარდგენას ეხებოდა, "თუ როგორ უნდა გახდეს სასამართლო არქაული სისტემიდან 21-ე საუკუნის სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორ უნდა უზრუნველყონ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვის ჭეშმარიტად დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა".

"ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა სასამართლო რეფორმაში აქტიური ნაბიჯების გადადგმაა. ამის პარალელურად კი „ოცნებამ“ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფები დააანონსა. პარტიას „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ექვს პუნქტიანი ხედვა აქვს წარდგენილი, თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს რეფორმა, როგორ უნდა დაიშალოს იუსტიციის საბჭო, როგორ გათავისუფლდნენ თავმჯდომარეები და როგორ უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მივმართავთ, უზრუნველყოს, რომ ამ სამუშაო ჯგუფთან ჩვენი შეხვედრა მოხდეს და მათ სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენი სამუშაო ექვს პუნქტიანი გეგმა მოისმინონ.

თუ ეს პროცესი მართლაც საქმიანი და ღიაა, ასევე, თუ ისინი მზად არიან, ამ პროცესების დროს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც მოუსმინონ, ჩვენ მზად ვართ, კომისიის წევრებს ჩვენი მოსაზრებები წარვუდგინოთ. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, თუ რას ჩაწერს საბოლოო პაკეტში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს