მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო კომპანიის „ნიბულონის“ დამფუძნებელი და მფლობელი, ალექსი

ვადატურსკი და მისი მეუღლე რუსეთის მიერ მიკოლაივის რეგიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, წყვილი ქალაქ მიკოლაივში, საკუთარ სახლში ემსხვერპლა რუსულ იერიშს.

მედიის ცნობით, „ნიბულონი“, რომლის სათავო ოფისიც მიკოლაივში მდებარეობს, ხორბლის, ქერისა და მარცვლეულის წარმოებასა და ექსპორტზეა სპეციალიზირებული. მას საკუთარი ფლოტი და გემთსაშენი ქარხანა აქვს.

მიკოლაივის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქზე ღამით რუსმა აგრესორებმა ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, რუსული დაბომბვის შედეგად, მიკოლაივში სასტუმროსა და სკოლის შენობები დაზიანდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ