მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება ვინმე დაავალდებულონ, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს

არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა სამართლებრივ აქტზე მაღლა დადგეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც „მოქალაქეების“ და „გირჩის“ განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ვინმე დაავალდებულონ, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს.

„სამართლებრივი პროცედურები დაცვას და პატივისცემას მოითხოვს. პოლიტიკაში ვინმეს მოსვლას ან წასვლას რაც შეეხება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მონაწილეობასა ან არმონაწილეობაზე. შესაბამისად, რაც არ უნდა მიზანშეწონილად გვეჩვენებოდეს ეს, არ შეიძლება ვინმე დავავალდებულოთ, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. გარკვეული კითხვები გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების ამ მოწოდებაზე,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღოს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა