ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა

ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება და საზეიმო დახურვა გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ახალგაზრდები გამოვლინდნენ. ასევე საპატიო სიგელის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.

ოქროს მედლის მფლობელები ბრაზილიის, ბულგარეთის, კანადის გერმანიის, ინდოეთის, ირანის, ყაზახეთის, კორეის, რუმინეთის, სინგაპურისა და აშშ-ის წარმომადგენლები გახდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი თეორიულ ასტროფიზიკაში კანადელ იეჰუნ ჰუს, ხოლო საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სპეციალური პრიზი დაკვირვებით ასტრონომიაში ინდოეთის წარმომადგენელს გადაეცა.

უნივერსიტეტის ცნობით, ოლიმპიადა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაასრულა. ორი ქართველი მონაწილე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორს კი საპატიო სიგელი გადაეცა.

„ძალიან გვიხარია, რომ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხმა სპეციალური ჯილდო აიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიადას საქართველო მასპინძლობს. იმედი გვაქვს, ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება“,-აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ.

უნივერსიტეტის ცნობით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მსოფლიოს 46 ქვეყნიდან 250 ახალგაზრდამ მიიღო. დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს.

„ოლიმპიადის გავლილი ყველა აქტივობა შეჯამდა. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან ღონისძიების ორგანიზებამ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“, - განაცხადა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, გიორგი ხომერიკმა.

ასტრონომიისა და ასტროფიზიის საერთაშორისო ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

„IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით.

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს