ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად მზადაა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები, SU-24, ხელახალი აღიჭურვა და მზადაა ბირთვული იარაღის გადასატანად. ლუკაშენკოს ინფორმაციით, მან ეს ნაბიჯი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა.

„პუტინთან ერთად რამდენიმე ხნის წინ სანქტ-პეტერბურგში განვაცხადეთ, რომ განვახორციელებდი ბელარუსული Су-24 ტიპის თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას ისე, რომ მისი საშუალებთ ბირთვული იარაღის გადატანა გამხდარიყო შესძლებელი. ყველაფერი მზად არის!" - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსი მზადაა, ადეკვატურად უპასუხოს დასავლეთის „სერიოზულ პროვოკაციას“.

„ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ასევე ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ