პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი „კორუმპირებული პუტინის ელიტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი „კორუმპირებული პუტინის ელიტის“ წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ომის ფონზე „კომფორტული“ ცხოვრებით ცხოვრობს, სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნავალნი აღნიშნავს, რომ მეტი სანქციებია საჭირო კრემლის რეჟიმის ბენეფიციარებისთვის, რათა აიძულონ ისინი „არჩევანი გააკეთონ“.

„მე მოვიხდი ჩემს სასჯელს. მე არ ვარ პირველი და არ ვიქნები უკანასკნელი. თქვენ უნდა გადაიხადოთ ფასი სიმართლისა და დამოუკიდებლობისთვის, მე კი ჩემსას ვიხდი. ჩემთვის სხვებზე უარესი არ არის, ბომბები არ მეცემა თავზე", - განაცხადა ნავალნიმ.

ამასთან, კრემლის კრიტიკოსმა დასძინა, რომ „ფორბსის“ სიაში მყოფი პუტინის 200 ოლიგარქიდან ამ დროისთვის მხოლოდ 46 მათგანია სანქცირებული. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც მკვლელობების მოწოდებით გამოდიან, უქმეებზე ბერლინში მოგზაურობენ.

„ეს სიტუაცია სრულიად კომფორტულია პუტინის ელიტისთვის - იმ რამდენიმე ათასი ოჯახისთვის, რომელთა კეთილდღეობისთვის არსებობს ეს რეჟიმი. ვისთვისაც პუტინი ომს აწარმოებს", - დასძინა ნავალნიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა