Sky News - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა რუსული ნავთობის საფასურის ლიმიტი დაამტკიცეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალური შეხვედრის დროს რუსული ნავთობის საფასურის ლიმიტი დაამტკიცეს, - ამ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

„ჩვენ შევზღუდავთ პუტინის შესაძლებლობას დააფინანსოს თავისი ომი ნავთობის ექსპორტიდან, საფასურის შეთანხმებულ ზღვარზე ზემოთ ისეთი სერვისების მიწოდების აკრძალვით, როგორიცაა დაზღვევა და დაფინანსება იმ გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ“, - განაცხადა ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა ნაჰდიმ ზაჰავიმ.

მისი თქმით, G7 ქვეყნები ერთიანები არიან რუსული „ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

Financial Times-ის ცნობით, G7 ქვეყნების მიერ დამტკიცებული ლიმიტი ევროკავშირის ემბარგოს პირობების შესაბამისად იმოქმედებს. გამოცემის წყაროების ცნობით, 5 დეკემბრიდან იგეგმება ნავთობის ფასების შეზღუდვა, ხოლო მომავალი წლის 5 თებერვლიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვები დაწესდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა