ირაკლი ბერაია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ აშშ-ის თავდაცვის ახალდანიშნულ ატაშე ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი თავდაცვისა და უსაფრთხოების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული ურთიერთობები გვაქვს თავდაცვის სფეროში და თავდაცვის ატაშესთან შეხვედრაზე ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს შევეხეთ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ეს გამოიხატება როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღებით, სამხედრო წვრთნებით და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებით. ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა არის მყარი, რომელიც ურთიერთმხარდაჭერას და ურთიერთნდობას ემყარება", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვის ატაშესთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, მარინა იახნისი დაესწრნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?