აშშ ტაივანისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას აანონსებს - ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

შეერთებული შტატები ტაივანისთვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის იარაღის მიყიდვას დასთანხმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სარადარო სისტემას და ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. კერძოდ, პაკეტში შედის 655 მილიონი დოლარი სარადარო გამაფრთხილებელი სისტემისთვის, 355 მილიონი დოლარი 60 ერთეული Harpoon ტიპის რაკეტისთვის, რომლებსაც გემების ჩაძირვა შეუძლიათ და 85.6 მილიონი აშშ დოლარი Sidewinder-ის ტიპის "მიწა-ჰაერი" და "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტებისთვის.

შეიარაღების გაყიდვასთან დაკავშირებულ შეთანხმების დამტკიცებისთვის კონგრესის მხარდაჭერაა საჭირო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შეთანხმება მნიშვნელოვანია ტაივანის უსაფრთხოებისთვის. მან პეკინს მოუწოდა, ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს და შინაარსობრივ დიალოგში ჩაერთოს.

ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას ჩინეთის ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ. ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში შეერთებულ შტატებს შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პეკინის მხრიდან საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

„შეთანხმება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებს, ჩინეთი ლეგიტიმურ და აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს“, - განაცხადეს საელჩოში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს