მეცნიერთა ჯგუფი BTU-ს მაგისტრანტებთან ერთად საერთაშორისო კვლევების ჩატარებას გეგმავს

მეცნიერებისა და მკვლევრების ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა თემაზე BTU-ს მაგისტრანტებთან ერთად სამეცნიერო კვლევებს გეგმავს. თემები, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა წარიმართება, მრავალფეროვანია. მათ შორისაა: ციფრული ეკონომიკა, ინოვაციები და მეწარმეობა, ჯანდაცვის, ფინანსების, განათლების, სამართლის, სოფლის მეურნეობის, მწვანე ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების ციფრული ტრანსფორმაცია. ამ და სხვა საკითხებზე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები იგეგმება.

მაგისტრანტების ჩართულობით ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციები, პანელური დისკუსიები, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში წარიმართება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მრავალფეროვანი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და მათ კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობას სთავაზობს.

დაინტერესებულ სტუდენტთა რეგისტრაცია BTU-ში სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება.

ინფორმაცია პროფესორთა გუნდისა და სამეცნიერო საქმიანობის/თემების შესახებ ხელმისაწვდომია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ