„მოქალაქეების“ საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პოლონეთის სეიმში მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის და პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პოლონეთის თავდაცვის პოლიტიკის სტრატეგიის და პლურალისტურ გარემოში მუშაობის გამოცდილების გაზიარება. საუბარი ეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, სადაც თავმოყრილი იქნება 27 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა.

აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა პოლონეთის სეიმის ვიცე მარშლის საქართველოში ვიზიტისას. მალგოჟეტა გოშიევსკას ინტერესი გამოიწვია პარტია "მოქალაქეების" სტრატეგიულმა ხედვამ თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის და პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლების თანხლებით, უკვე შედგა შეხვედრა სეიმის ვიცე მარშალთან. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სეიმის ანალიზის ბიუროს ექსპერტებსაც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე