იაგო ხვიჩია შალვა პაპუაშვილს - შეგიძლიათ პირობა მომცეთ, რომ საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე ჩემი კანონპროექტების განხილვა ან ასე დამთავრდება ან ისე? - რა გავაკეთო,  იქნებ ლოცვაა აღსავლენი, ან რამეა გასაკეთებელი და მე არ ვიცი

შეგიძლიათ ბატონო თავმჯდომარე, პირობა მომცეთ, რომ საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე ჩემი კანონპროექტების განხილვა, რომელიც გაზაფხულის სესიამდე შემოვიტანე, ან ასე დამთავრდება, ან ისე, ან რა გავაკეთო, იქნებ ლოცვაა აღსავლენი, ან რამეა გასაკეთებელი და მე არ ვიცი, - ამ სიტყვებით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ხვიჩია მის მიერ შეტანილი კანონპროექტების განხილვას ითხოვს, რომელიც, მისივე განმარტებით, იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ციხეში არიან.

„მესმის, რომ ევროინტეგრაციის ამოცანა გვაქვს, 12-პუნქტიანი გეგმა გვაქვს და ა.შ., მაგრამ პარალელურად გვაქვს საკითხები, რომელიც ამ ქვეყანაში მოქალაქეებს აწუხებს, ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი გვაქვს კანონპროექტები. საგაზაფხულო სესიის დასაწყისში დავსვი შეკითხვა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემ მიერ შემოტანილი კანონპროექტები განხილული იყოს? ეს კანონპროექტები ძირითადად ეხება ხალხს, რომელიც ციხეში ზის და ციხეში ზის უკანონოდ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს იქნება მტკიცებულების ნაწილში, თუ ეს იქნება კანაფის ლეგალიზაციის საკითხში და არსებობს სხვა კანონპროექტები, რომელიც ჩვენი აზრით, ადამიანებს ამ ქვეყანაში აწუხებთ. მე ვერ მივაღწიე იმას, რომ ეს კანონპროექტები განვხილოთ, მესმის, რომ შეიძლება მხარი არ დაუჭიროთ, შეიძლება არ იყოთ გულშემატკივარი ამ კანონპროექტების, მაგრამ მეტი რა გავაკეთო იმისთვის, რომ კანონპროექტი უბრალოდ განვხილოთ. წინა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე შემოტანილი კანონპროექტები დღესაც არ არის განხილული, არც არავინ მეუბნება, როდის იქნება ამის განხილვა. პარალელურად შემოდის დაჩქარებული კანონპროექტები, რომლის არც დაჩქარების შინაარსი არ მესმის ფიზიკურად და არც ის არ მესმის, რატომაა ეს კანონპროექტი უფრო პრიორიტეტული იმაზე, რაც ჩვენ შემოგვაქვს, გარდა იმისა, რომ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს შემოაქვთ. შეგიძლიათ ბატონო თავმჯდომარე, პირობა მომცეთ, რომ ამ სესიის, საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე ჩემო კანონპროექტების განხილვა, რომელიც გაზაფხულის სესიამდე შემოვიტანე, ან ასე დამთავრდება, ან ისე, ან რა გავაკეთო, იმისთვის, რომ ეს განხილვა იქნას საჭირო, იქნებ ლოცვაა აღსავლენი, ან რამეა გასაკეთებელი და მე არ ვიცი, მაგრამ ადამიანები მეკითხებიან და ვერაფერს ვეუბნები, იქნებ დამეხმაროთ რაღაცნაირად, რომ ეს კანონპროექტი განვიხილოთ, მხარდაჭერას არ გთხოვთ, განხილვას გთხოვთ, დისკუსიის საგანი გახდეს, თუ ვინმე უარს მეტყვის, ვიცოდე რატომ მეუბნება უარს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აპარატს სთხოვა სია, პარლამენტში არსებული პროექტების მდგომარეობასთან დაკავშირებით და რომ ის აპირებს, კანონპროექტებს მიჰყვეს და „დავალიანება“ არ ჰქონდეს.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ სიასთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში, პროექტები, რომელიც კომიტეტებშია შესული, დღის წესრიგში ჩაჯდეს და განხილული იქნას. როცა დავხურავთ საშემოდგომო სესიას, შემდეგ შევაჯამოთ ჩვენი სესიის შედეგები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის