ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანი აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებაა, ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვედრებს გამართავს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებსაც მომავალში შესაძლოა რუსეთის აგრესია დაემუქროთ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"