იაგო ხვიჩია - ხელისუფლებას რამდენიმე ხმა აკლია, რომ ნებისმიერი კანდიდატი დანიშნოს, თუ ისინი სათანადოდ მოინდომებენ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის შიგნით, ჩემს კოლეგებშიც იშოვიან ასეთ ხმებს

პროცედურა როგორიც არ უნდა იყოს, მთავარი პრობლემა გვაქვს ისეთი, რასაც პროცედურა ვერ უშველის - ფიზიკურად არ ვიცნობთ ადამიანს, რომელიც ახლა შეიძლება ყველასთვის მისაღები იყოს, ეს სიტუაციას ართულებს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის არჩევის წესის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" მოინდომებს, მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევას შეძლებს.

"ხელისუფლებას სულ რამდენიმე ხმა აკლია იმისთვის, რომ ნებისმიერი კანდიდატი დანიშნოს, თუ ისინი სათანადოდ მოინდომებენ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის შიგნით, ჩემს კოლეგებშიც იშოვიან ასეთ ხმებს, სამწუხაროდ. თუმცა, მათი პოზიციაა, რომ თავად არ წარადგენენ სახალხო დამცველს, ამიტომ პროცესები წინ გვაქვს იმისთვის, რათა დავინახოთ, რა კონსენსუსისთვის არის მზად "ქართული ოცნება" და რისთვის არა",- განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს პარლამენტი დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს იწყებს. შესაბამისი ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უკვე გამოსცა.

განცხადებები 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს