Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, თავისი ჯარები სირიიდან უკრაინაში გადაისროლოს

რუსეთს სირიიდან გარკვეული სამხედრო რესურსი თანდათან გაჰყავს, რათა უკრაინაზე ფოკუსირდეს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუსეთმა თურქეთს სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან ურთიერთობების ნორმალიზება სთხოვა იმისთვის, რომ „სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა დაჩქარდეს“.

„რუსეთს სურს, რომ სირიამ და თურქეთმა დაძლიონ თავიანთი პრობლემები და მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებებს, რომლებიც შედის როგორც თურქეთის, ასევე სირიის ინტერესებში“, - განაცხადა თურქმა ჩინოვნიკმა.

ამასთან, დამასკოს მოკავშირე წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთი სირიას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, რადგან მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი და ასადის პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ მას მოუწევს ძალების გადაყვანა უკრაინაში, სადაც მან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა გასული კვირის განმავლობაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ