ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე მაჩხომერის მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე მაჩხომერის მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი, რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი ასევე, იტალიელი არქეოლოგი, ემანუელ ინტაგლიატა.

მათივე ცნობით, მეცნიერებმა ,,მაჩხომერის’’ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბუკიას და მერის მოადგილეს, დავით ბერაიას გააცნეს.

„მეექვსე წელია „მაჩხომერზე“ არქეოლოგიური სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ძეგლს, 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოექცა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინტერესის სფეროში. ძეგლის დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ კემბრიჯის, კოპერნიკის, მილანის უნივერსიტეტების და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!