რუსეთის ქალაქებში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ვრცელდება ცნობები დაკავებების შესახებ

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.

ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები.

ტომსკში ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა „არა [როსკომნადზორი]“.

ბევრს ეკავა პლაკატები წარწერით - "არა მობილიზაციას".

ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა.

ერთ-ერთი მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სხვადასხვა ანტისაომარ აქციებზე, დაახლოებით, 16 500 ადამიანია დაკავებული.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს