ჩინეთის პრეზიდენტმა არმიას საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია „კონცენტრირებული უნდა იყოს რეალური ბრძოლისთვის მზადებაზე“. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა განაცხადა.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ასეთი ინსტრუქცია სახელმწიფოს მეთაურმა გაუგზავნა ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სემინარის მონაწილეებს, რომელიც პეკინში გაიმართა.

ჩინეთის ლიდერის დავალებით, მკაცრად უნდა დაიცვან გეგმა, არმიის რეფორმის მიზნების მისაღწევად.

სი ძინპინის ბრძანება ტაივანის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გამოსცა.

ოთხშაბათს დილით, ჩინეთის საბრძოლო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ში იიმ თქვა, რომ ჩინეთის ქვედანაყოფები ინარჩუნებენ მაღალ საბრძოლო მზადყოფნას აშშ-სა და კანადის საზღვაო გემების ტაივანის სრუტეში გავლის შემდეგ. სარდლობის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარები წინააღმდეგობას გაუწევენ ყველა საფრთხეს და მზად არიან დაიცვან სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია