ურსულა ფონ დერ ლაიენი და ლიზ ტრასი - პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ რუსეთის შეჭრა მარცხდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გმობენ და თანხმდებიან, რომ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ რუსეთის შეჭრა მარცხდება, ეს არის სისუსტის გამო გაკეთებული განცხადება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„მათ აღიარეს უკრაინელი ხალხის სიმამაცე და გამბედაობა და ხაზი გაუსვეს ერთობლივ ვალდებულებას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მის ბრძოლაში მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ლიზ ტრასმა ასევე განიხილეს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ენერგორესურსებთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ