რუსული „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა მოხდა

შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენიდან შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში გაჟონვა მოხდა.

„ორი გაჟონვაა - ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან“, - განაცხადა Reuters-ს შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, გაჟონვა დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

”გავაძლიერეთ დაკვირვება, რათა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი გემი არ მიუახლოვდეს ადგილს,” - აღნიშნა შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ დანიის ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაუქმებული მილსადენიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვის შესახებ და გემებს გარკვეულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენის ოპერატორმა გაზსადენის ორივე ხაზზე წნევის ვარდნის შესახებ განაცხადა.

ამასთან, დანიის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „აკრძალული ზონის გარეთ გაჟონვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების რისკები არ არსებობს. ინციდენტს დანიის გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შედეგები არ მოჰყვება“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა