„თალიბანმა“ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ხორბლის ავღანეთისთვის მიყიდვის შესახებ

„თალიბებმა“ ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას რუსეთთან ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის მიწოდების შესახებ, - ამის შესახებ ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაჯი ნურუდდინ აზიზმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს სავაჭრო პარტნიორების გაზრდაზე და რომ რუსეთმა თალიბანის ადმინისტრაციას ფასდაკლება შესთავაზა.

აზიზმა განაცხადა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ტონა ბენზინის, ერთი მილიონი ტონა დიზელის, 500 000 ტონა თხევადი ნავთობის გაზისა (LPG) და ორი მილიონი ტონა ხორბლის მიწოდებას.

შეგახსენებთ, „თალიბების“ მთავრობა ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ