IAEA-ის ხელმძღვანელი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ რუსეთს მის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გროსი იმედოვნებს, რომ მურაშოვი ოჯახს "უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდება და შეძლებს ბირთვულ ობიექტზე მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენას".

რუსმა პატრულმა მურაშოვი პარასკევს დააკავა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მურაშოვის დაკავება საფრთხეს უქმნის ობიექტზე ბირთვულ უსაფრთხოებას.

როგორც დასავლური მედია წერს, მოსალოდნელია, რომ გროსი მომავალ კვირას მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებს გამართავს ელექტროსადგურის ირგვლივ დაცვის ზონის შექმნის შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!