ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ

ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ. ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა გიორგი დანელიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონში ცვლილების პაკეტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა დასრულებულია.

„საპენსიო ფონდში" აქტივები, რომლებსაც არ ერიცხება პროცენტი, არის ის თანხები, რომლებსაც დამსაქმებელი ჩვენს ნომინალურ ანგარიშებზე რიცხავს, მაგრამ დეკლარაციებს არ ავსებს, ანუ თვითონვე არ უთითებს ვისი ფული არის ეს. შესაბამისად, ამ ფულს ჩვენ ვერ განვკარგავთ იმიტომ, რომ არ ვიცით სქემის რომელი მონაწილის საკუთრებაა, ეს არ არის იდენტიფიცირებული, ამიტომ ასეთი თანხები ჩვენს ანგარიშზე გროვდება. ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომლის სამუშაო ვერსიაზე მუშაობაც წინა კვირაში დასრულდა შესაბამის სამინისტროებთან ერთად და ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ სქემის მონაწილეებმა იყო, რომ ამ თანხაზე დაგვერიცხა საპროცენტო სარგებელი და ის საპროცენტო სარგებელი გამოგვეყენებინა დაფინანსების წყაროდ, თუმცა იურიდიულად საკმაოდ რთულია და კაზუსს იწვევს, ამიტომ ვერ ხერხდება ამის გამოყენება, ამიტომ ეს თანხა კვლავ დარჩება. თუმცა, რომ შემოვა ეს კანონი პარლამენტში თქვენც გაეცნობით და ნახავთ, რომ არის შემოთავაზებული დაჯარიმების მექანიზმი, რომ იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, პრევენციის სახით ჯარიმის რაღაც ოდენობა განისაზღვროს. ეს ვფიქრობთ, რომ შეამცირებს ამ თანხის ოდენობას, ხოლო მას, ვისაც უკვე გადმორიცხული აქვს ეცდება, რომ გაანაწილოს, სანამ დაჯარიმების მექანიზმი ამოქმედდება და სამომავლოდაც დანიშნულების გარეშე არ გადმორიცხოს თანხები“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა