ლიეტუვამ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე მისცეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა „რიაბოკონის ბოლო ქმედებებსა და განცხადებებს“, რომლებიც „შეუთავსებელი იყო მის დიპლომატიურ სტატუსთან“ და „მიიჩნეოდა მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად, რაც შესაბამისად, არღვევდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების უკანონო ანექსიის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ