პარლამენტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევი პროექტების გარეშე წარედგინა

პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, ისე დაინიცირდა, რომ თანმდევი კანონის პროექტები თან არ ახლავს.

ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ბიუროს წევრებს მიუთითა, რომ აღნიშნული კანონის მიღება რიგ სხვა საკანონმდბელო აქტებში ცვლილებებს იწვევდა, რაც ძირითად პროექტთან ერთად წარდგენილი არ იყო.

იურიდიულმა დეპარტამენტმა ბიუროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პროექტის ინიცირებისას ამ ფაქტზე ემსჯელათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ძირითად კანონს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დასჭირდება, თუმცა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ელიან, როგორ დასკვნას მიიღებს უკრაინის ხელისფლება ანალოგიურ კანონზე ვენეციის კომისიისგან.

“როგორც კი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტების ინიცირების საჭიროება დადგება, შესაძლებელია დავაინიციროთ და პროცესი ერთობლივად წარვმართოთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:

  1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე "საარჩევნო კოდექსი" შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
  2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  1. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

პროექტის მიხედვით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს