ლოიდ ოსტინი უკრაინის საკითხზე სერგეი შოიგუს ესაუბრა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებენ.

“2022 წლის 21 ოქტომბერს შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის. განხილულ იქნა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება”, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოგვიანებით განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურმაც გაავრცელა.

“21 ოქტომბერს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში”, - წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?