მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების გამო, ოპოზიციის  წარმომადგენლების მხრიდან პრეზიდენტზე „პრიმიტიული ბულინგი“ მიმდინარეობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების გამო, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან პრეზიდენტზე „პრიმიტიული ბულინგი“ მიმდინარეობს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „ასეთი პრიმიტიული ბულინგი დამბულინგებელზე და მის მცდელობებზე მეტყველებს“.

„ასე აბულინგებენ პატარა ბავშვებს და ესეც ძალიან ცუდია. ზოგადად, არ მომწონს, როცა ბავშვს ეუბნებიან, აბა, ამას იზამ? - შენ ამას არ იზამ და ა.შ. ვაშაძის გამოთქმაც ასეთია - „ოლიგარქიული რეჟიმის ჭანჭიკი და ნაწილი არ შეიწყალებსო“ - ასეთ შეურაცხყოფას აყენებს. მოლოდინი კი არის ის, რომ პრეზიდენტმა თქვას - მე არ ვარ ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი და შეიწყალებს. ბულინგი ზოგადად ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი პრიმიტიული ბულინგი დამბულინგებელზე და მის მცდელობებზე მეტყველებს.

რაც შეეხება ამ „ქეისს“, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმხელა სპეკულაციაა, ვერ წარმოიდგენთ. ათიათასების და ათასების გამო ადამიანები ციხეში სხედან. აქ ისეთი აზრიც ჩნდება, გიგი უგულავა 48 მილიონისთვის გარეთ არისო, კი, პრეზიდენტმა აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ახლა აბულინგებენ, რომ ისევ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს თავმოყვარეობის ამბავი სადაც არის იმ საკითხზე. მე ვერ გაგცემთ პასუხს პრეზიდენტის ნაცვლად. ეს მისი უფლებამოსილებაა [შეიწყალებს თუ არა გვარამიას]. თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და პრეზიდენტისთვის ნაკადრები, მაგრამ შეიწყალებს თუ არა, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ზურაბიშვილმა, რაც უნდა გააკეთოს კარგად იცის, თუმცა, მისივე თქმით, თუ ამ ნაბიჯს არ დგამს, „დადასტურდება, რომ ის არის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი ოლიგარქიული რეჟიმის ხელში. ესაა რეალობა“. ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს გვარამია აქამდე უნდა შეეწყალებინა, მეტიც, შეწყალების მექანიზმი ასევე სააკაშვილის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. ამასთან, როგორც ვაშაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქიული რეჟიმის „ერთი დამატებითი ჭანჭიკია“ და პოლიტიკოსებისგან ცრუ ილუზიების შექმნა უნდა დასრულდეს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა