ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არიან

პრეზიდენტს აქვს თავის ვალდებულება 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით, მედიათავისუფლების კუთხით, რაც ასევე ევროკავშირის რეზოლუციაშია ასახული - ნიკა გვარამიას შეწყალება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხი, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების თაობაზე მიმართვას მათ ხელი მოაწერეს და მზად არიან პრეზიდენტს შეხვდნენ, თუკი ამის სურვილი ექნება.

"12 პუნქტის შესასრულებლად მნიშვნელოვანია გვარამიას შეწყალება, ეს არ არის მხოლოდ ნიკას საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება მედიათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. ამის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს თავის ვალდებულება 12 პუნქტის შესასრულების მიმართულებით, მედიათავისუფლების კუთხით, რაც ასევე ევროკავშირის რეზოლუციაშია ასახული. ნიკა გვარამიას შეწყალება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრისთვის მზად ვარ, თუ ექნება სურვილი, რომ განვიხილოთ არგუმენტები, მოვისმინო მისი აზრი, საზოგადოება ელოდება მის აზრს. ნიკას პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით არის ძალიან კონკრეტული, სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი შესაწყალებელი არ სჭირს, მისი სურვილი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი მედიათავისუფლებისთვის და ხელი მოვაწერეთ ამ მიმართვას", - განაცხადა დეკანოიძემ.

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ. როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე უფლებამოსილების გამოყენების თხოვნით, წერილი მომზადდა, რომელიც მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეყრდნობა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა