ხატია დეკანოიძე - ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ნიკა გვარამიას მეგობრების და იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც ფიქრობს, რომ მისი თავისუფლება საქართველოს ევროპულ გზაზე სჭირდება.

"ძალიან კონკრეტულად მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება იყო შეწყალება. ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს. არასდროს მოუთხოვია არც მას, არც მის უფლებადამცველებს და არც ოჯახის წევრებს, ეს იყო ჩვენი, მისი მეგობრების და იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის უნდა ყოფილიყო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. ეს მიმართვა გულისხმობდა ზუსტად იმას, რომ მან საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს 12 პუნქტის შესრულების კუთხით. რას გადაწყვეტს და როგორ პოზიციაზე დარჩება პრეზიდენტი, მისი საქმეა, ყველაფერი გასაგები იქნება, მაგრამ ნიკა გვარამიას დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ყველა იმ ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ფიქრობს, რომ ნიკამ გარკვეულწილად კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი ღირსება, არა! ნიკამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი თავისუფლება სჭირდება ახლა ქვეყანას და ევროპულ ინტეგრაციას. ამიტომ, ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ამ ნაწილს ჩაუღრმავდნენ", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ჯერჯერობით, ამ საკითხზე გამოხმაურება არ ყოფილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა