ალეკო ელისაშვილი - მარტო ჩვენი პარტიის არა, ყველას მდგომარეობა არის მძიმე, რადგან 2 წელია ერთმანეთის ლანძღვითა და თათხვით ვართ დაკავებული - „ღმერთი, რჯული“, მე მოვეშვი მაგ ამბავს

რა თქმა უნდა, თუ რეალობასთან ახლოა, საკმარისი არაა ჩვენთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო , - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, კონკრეტულად კი კვლევის მიხედვით მისი პარტიის 1%-იან შედეგს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კვლევა პოლიტიკოსებს სარკეში ახედებს და როცა რამე არ მოსწონთ, სარკეს არ უნდა ერჩოდნენ.

„კვლევა საყურადღებოა ყოველთვის და საინტერესოა. რა თქმა უნდა, თუ ეს რეალობასთან ახლოა, საკმარისი არაა ჩვენთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო, ჩვენ კიდევ მუშაობა არ გვეზარება და ვიმუშავებთ, რომ ხალხი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ხედვა და ჩვენი მიდგომები, რასაც ბოლო პერიოდში ვახორციელებთ, არის სწორი.

ფაქტია, რომ ყოველი ასეთი კვლევა გაძლევს მასალას, გახედებს სარკეში და როცა სარკეში იხედები და რაღაც არ მოგწონს, სარკეს არ უნდა ერჩოდე, სხვა რაღაც უნდა გამოასწორო. კვლევაში განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე თემატური მიმართულება, გადავხედავთ და გავაანალიზებთ კარგად, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მეტი გვინდა და მეტისთვის ვიმუშავებთ და თავს არ დავზოგავთ, რომ ხალხს ავუხსნათ რა გვინდა და რას ვსაქმიანობთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ყველა პარტიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან ორი წელია ერთმანეთის „ლანძღვით და თათხვით“ არიან დაკავებული.

„ვხედავთ რა განწყობაცაა რეალურად, ოპოზიციის მდგომარეობა, მარტო ჩვენი პარტიის არა, ყველას მდგომარეობა არის მძიმე, რადგან ორი წელია ერთმანეთის ლანძღვით და თათხვით ვართ დაკავებული. ღმერთი რჯული, მე მოვეშვი მაგ ამბავს დიდი ხანია, თუ თავს არ დაგვესხმებიან ხოლმე, არავის არ ვპასუხობთ და იქით თავს არ ვესხმით იმიტომ, რომ ერთადერთი ჩემი პარტიის დრო და ენერგია მიმართულია იქით, რომ რაღაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთოთ პარლამენტში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული იოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%; საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 3%; გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%; სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%; დროა - ელენე ხოშტარია - 2%; ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%; ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%; გირჩი - 2%; პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%; ლელო - 1%; მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%; კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%; სხვები - 2%; გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%; ხმას არ მივცემდი - 6%; არ ვიცი - 16%; უარი პასუხზე - 7%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე