რომან გოცირიძე - წამლის ფასს დედამიწის ზურგზე ვერავინ გააკონტროლებს, მითუმეტეს, თქვენნაირი უსუსური ხელისუფლება

წამლის ფასს დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ გააკონტროლებს, მითუმეტეს თქვენნაირი უსუსური ხელისუფლება, სინამდვილეში ის გადაიქცევა კორუფციისა და პოლიტიკური დევნის წყაროდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ, რაც 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას გულისხმობს.

გოცირიძის განცხადებით, ყველაფერი რაც თითქოს ხალხის სასიკეთოდ კეთდება, სინამდვილეში, პირველ რიგში, პოლიტიკური მიზნებისთვისაა.

„როდესაც კანონის მიღება ხდება დაჩქარებული წესით ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ინტერესებია. რატომ გეჩქარებათ?! აბა, გავაანალიზოთ ყველა დაჩქარებული კანონი - ყველა კანონი ვიღაცის ინტერესებს ემსახურებოდა, რომელიც ამ რეჟიმში იყო მიღებული. ეს კანონი, რომელიც მიიღება დაანგრევს ძლივს აწყობილ სისტემას, რომელიც 30 წელი შენდებოდა.

რა ქვეყანაც ვართ იმ სტანდარტებთან შედარებით, ეს სფერო ასე თუ ისე საბაზო პრინციპებით მუშაობს და ამ პრინციპებს ანგრევთ. ვის გაუგია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერი მოტივით შესვლა ათასობით აფთიაქში იქნება თუ კლინიკაში და მათ შორის წარმოებაში?! ამ ყველაფერს ასდის პოლიტიკური სუნი, ეს არის გავლენის მოხდენა იმ ბიზნესზე, რომელიც საკმაოდ დიდია, რომლის დაშანტაჟება თუ საკუთარ გავლენის სფეროებში მოქცევა არის ასევე პოლიტიკური მიზანი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რა მავნებლური განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც თქვა, რომ „პე-ეს-პეს“ აფთიაქში კლიენტს უთხრეს რომელი წამალი გირჩევნიათ - თურქული და უხარისხო თუ ხარისხიანი და ძვირიო“ და ამაზე ააგო მერე მთელი ფილოსოფია და რეალურად დევნა გამოაცხადა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის ბიზნესზე. შემთხვევითი არაფერი არ არის, ყველაფერი, რაც კეთდება თითქოს ხალხის სასიკეთოდ, სინამდვილეში, პირველ რიგში, კეთდება პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ კანონის მთავარი საფრთხე იმაშია, რომ ეს იქნება კორუფციის წყარო. ფასების კონტროლი ყოველთვის იწვევს - დეფიციტს, კორუფციას და რადგან ეს ეხება მედიკამენტების სფეროს, იწვევს ხარისხის გაუარესებას. ფასს დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ გააკონტროლებს, მითუმეტეს, თქვენნაირი უსუსური ხელისუფლება, სინამდვილეში ეს გადაიქცევა კორუფციისა და პოლიტიკური დევნის წყარო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)