პოლონეთში საქართველოს ელჩი - პოლონეთი ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრაზეც ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდება

პოლონეთი, ტრადიციულად, ისტორიულად, ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის ასეთი პოზიცია, - ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

ბერიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა და ღონისძიება, მათ შორის ზურაბიშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც დღეს გაიმართება.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ეწვია ვარშავას სამუშაო ვიზიტით. მას ექნება შეხვედრა თავის პოლონელ კოლეგასთან, ბატონ ანჯეი დუდასთან. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ იქნება პრესკონფერენცია, სადაც პრეზიდენტებს ექნებათ გამოსვლები. განხილული იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები - პოლონეთის, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში, რაც ჩვენთვის დღეს აქტუალურია. პოლონეთი, ტრადიციულად, ისტორიულად, ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის ასეთი პოზიცია. ამის შემდეგ ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ოსვენციმში, სადაც გაიმართება პარაკლისი. ასევე იქნება შეხვედრები, გამოსვლები საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში, რის შემდეგაც დაგეგმილია კრაკოვში პრეზიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავზე მისვლა და გვირგვინით შემკობა. ამის შემდეგ გათვალისწინებულია მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რომელსაც დაესწრებიან კრაკოვის რეგიონის ოფიციალური პირები“, - განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს