თერაპევტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

თერაპევტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს დამსაქმებლებთან მედიაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან, ისინი ანაზღაურების გაზრდასაც ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავენ, დედაქალაქის მერია „აუტიზმის სპექტრის ბავშვების პროგრამის“ ფარგლებში პროვაიდერ დაწესებულებებს 20 ლარს ურიცხავს, საიდანაც თერაპევტზე საათში მხოლოდ 6-8 ლარია გათვალისწინებული.

თერაპევტების თქმით, ანაზღაურება წლებია არ შეცვლილა და „ძალიან ბევრი სესიის ჩატარება უწევთ, რომ გადარჩნენ“.

„ორი სხვადასხვა პროვაიდერ ცენტრზე შევიტანეთ განცხადება, რომელიც მერიის პროგრამის ქვეკონტრაქტორია „აუტიზმის სპექტრის ბავშვების პროგრამის“ ფარგლებში. დედაქალაქის მერია 20 ლარს აძლევს თითო ბავშვზე კერძო პროვაიდერებს, პროვაიდერები კი ანაწილებენ სესიების მიხედვით. თერაპევტი დაახლოებით, 6-8 ლარს იღებს საათში. ეს რას ნიშნავს?! ძალიან ბევრი სესიის ჩატარება უწევთ, რომ გადარჩნენ. შესაძლოა, შვებულებაც კი არ ჰქონდეთ ანაზღაურებადი. დეკრეტული შვებულებაც არ აქვთ. არასტაბილური პროფესია აღმოჩნდა და ბევრი ტოვებს. ხელფასი წლებია არ იცვლება. შრომის დავას ვიწყებთ ორ ცენტრთან - ცენტრ „გამასა“ და „საქართველოს ბავშვებთან“, გვინდა მერია ამ დავაში ჩაერთოს“, - აღნიშნა სოლიდარობის ქსელის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე