ზურაბ ჯაფარიძე - რაზეც დღეს შევთანხმდით არის ის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს ერთმანეთში, ვიდრე აქამდე გვქონდა

დღეს კონკრეტული გეგმების განხილვა არ ყოფილა. რაზეც დღეს შევთანხმდით არის ის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს ერთმანეთში, ვიდრე აქამდე გვქონდა - ბევრი ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უახლოეს მომავალში რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედი ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელშია.

„დღეს კონკრეტული გეგმების განხილვა არ ყოფილა, რაზეც დღეს შევთანხმდით არის ის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს ერთმანეთში, ვიდრე აქამდე გვქონდა. კიდევ ერთხელ შეხვედრაზე შევთანხმდით, ბევრი ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და თუ რა მდგომარეობაა, უახლოეს მომავალში რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. სურათი არის საკმაოდ მძიმე, ჩვენ გვინდა ოჯახს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დეტალურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა.

მე არ მგონია ირაკლი ღარიბაშვილი წყვეტდეს მიხეილ სააკაშვილის ბედს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ბედს წყვეტს ერთი ადამიანი, ეს არის ივანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რას ილაპარაკებს, ამას არანაირი შინაარსი არ აქვს. რაც ახლა ჩანს არის, ის რომ ეს ადამიანი მიჰყვათ ან სიკვდილისკენ ან მიჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გაუარესებამდე, რომ მან ვეღარ შეძლოს პოლიტიკური აქტივობები. ეს არის ის, რაც ახლა ხელისგულზე ჩანს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო