გიგი უგულავა - დღეს იქნება, თუ ხვალ, ხელისუფლება იძულებული იქნება მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას

დღეს იქნება, თუ ხვალ, ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას - არანაკლებ ღვარძლიანი, არანაკლებ უზნეო და სამარცხვინო იყო ხელისუფლების განცხადებები ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც კალორიებს ითვლიდნენ და ღლიცინებდნენ, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.

როგორც გიგი უგულავა განმარტავს, მმართველმა გუნდმა ყველაფერი უღირსი ფორმით გააკეთა და არ აქვს მოლოდინი, რომ ღირსეულად მოიქცევიან.

„დღეს იქნება თუ ხვალ, ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას. შეგახსენებთ, არანაკლებ ღვარძლიანი, არანაკლებ უზნეო და სამარცხვინო იყო ხელისუფლების განცხადებები ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც კალორიებს ითვლიდნენ და ღლიცინებდნენ, არაადამიანურად იქცეოდნენ. მხოლოდ შიმშილობის 42 დღეს შეიბერტყეს ყური, დაპანიკდნენ და იძულებულები გახდნენ გორში გადაეყვანათ. ყველაფერი უღირსი ფორმით გააკეთეს, როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია. არც ახლა ველოდები, რომ ღირსეულ საქციელს ჩაიდენენ. სამწუხარო მოცემულობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავისუფლების ფასს იხდის საკუთარი სიცოცხლით.

თუ გვინდა, რომ ჰუმანურ საზოგადოებად შევდგეთ და ევროპულ საზოგადოებად ვიწოდებოდეთ, პროგრესი გვქონდეს, თუნდაც ევროკავშირის კანდიდატობის მიმართულებით, ეს საკითხი სწრაფად და ღირსეულად უნდა გადაწყდეს“,- აღნიშნა უგულავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო