რომან გოცირიძე - პარტიის სამოქმედო გეგმა აგებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა პროცესები, წავლენ თუ არა ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე

მანდატების დატოვება, რომ გამოსავალი ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის - პარტიის სამოქმედო გეგმა აგებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა პროცესები, წავლენ თუ არა ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში, ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატების დატოვების საკითხი ფრაქციის სხდომაზე არ განუხილავთ.

გოცირიძის თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმა აგებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

"ჩვეულებრივი სხდომაა, ყოველი პარლამენტის სხდომის წინ ვიკრიბებით და ვიხილავთ საკითხებს, რაც სხდომაზე გადის, ხვალ და ზეგ „მინისტრის საათია“ და ეს საკითხებიც განვიხილეთ, ბუნებრივია, ვიმსჯელეთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროპარლამენტის ჩარევით მოხდა და სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. მანდატების დატოვების საკითხი არ განხილულა, რადგან გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. დავაკვირდებით პროცესებს, მანდატების დატოვება, რომ ყოფილიყო გამოსავალი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის.

ბევრ საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ შემდეგ გამოდის შეთანხმებული გადაწყვეტილება, დღეს რაიმე საუბარი მანდატებთან დაკავშირებით არ ყოფილა. პარტიის სამოქმედო გეგმა აგებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა პროცესები და რამდენად წავლენ ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, რადგან ამ პროცესის ასე გაგრძელება, ნიშნავს ფატალურ შედეგს. დროზე უნდა იქნას მიღებული გადაყვანაზე გადაწყვეტილება, ამაში უკვე ჩარეულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ მძიმე რეზოლუცია გამოწვეულია იმით, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდა სურათი, რაც ქვეყანაშია, განსაკუთრებით პოლიტიკური დევნის ფონზე, განსაკუთრებით ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

"მიხეილ სააკაშვილის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ ვიცით, ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და მას უზურპირებული აქვს ძალაუფლება საქართველოში. ასევე, ქალბატონი ზურაბიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და საფრანგეთის მოქალაქე პრეზიდენტი ხელს უწყობს ძალაუფლების უზურპირებას და ოლიგარქიული მმართველობის დამყარებას ქვეყანაში. რატომ არ რეაგირებს საფრანგეთი მისი მოქალაქეების "ღვაწლზე" საქართველოში? - კურიოზული შემთხვევაა, მაგრამ ფაქტია, ასე რომ ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ რეაგირება ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაზე, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა ევროპული ქვეყნებისთვის",- განაცხადა გოცირიძემ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია