გიორგი ბოტკოველი - „სააკაშვილის სიაში“ ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება, რომელიც შეიძლება ფიქრობს, რომ მისი ირიბი ჩართულობა და მავნებლობა სადმე დაიმალება

სიაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და აუცილებლად დაიდება კონკრეტული ადამიანების სია, ვინც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის წამების პროცესში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „სააკაშვილის სიაში“ ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება, რომელიც შეიძლება ფიქრობს, რომ მისი ირიბი ჩართულობა და მავნებლობა სადმე დაიმალება.

„პენიტენციური სამსახურისგან რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, როდესაც იუსტიციის მინისტრი, ფაქტობრივად, სიკვდილის პრეზენტატორად მოგვევლინა და ის რეალურად არ წარმოადგენს იუსტიციის მინისტრს, ის არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მწამებელი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები აქ, თორემ გადაწყვეტილების მიმღები პუტინის დავალებით არის ბიძინა ივანიშვილი. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან, რომ ისინი რამე კვლევას ჩაატარებენ, რაც რეალურ ანალიზებს აჩვენებს?! რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არსებობს დაწყებული იქიდან რა კადრებიც გამოააშკარავეს. ფაქტია, ისინი ფიქრობდნენ, რომ სათავისო საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სწორედ იმ სიის დაკომპლექტების პროცესში და იმ პროცესში, რაც მიხეილ სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება და ასევე, არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც მოპოვებული აქვს ადგილობრივ ადვოკატებს, ასევე საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. დღეს გვარების ჩამოთვლას არ მოვყვები, თუმცა მოსახლეობამ კარგად იცის, ყველაფერი ხელის გულზე დევს და ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება ამ ყველაფერში, რომელიც შეიძლება ფიქრობს, რომ მისი ირიბი ჩართულობა და მავნებლობა სადმე დაიმალება, ამიტომ ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, რომელიც რეალურად იმსახურებს სასჯელს როგორც საერთაშორისო სამყაროსგან, ისე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებას", - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო