ხატია დეკანოიძე - სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე შეთანხმება არ არსებობს - საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა

სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე შეთანხმება არ არსებობს - საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა! - ეს განცხადება მოლაპარაკებების ოთახიდან გამოსულმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდისთვის შეთავაზებული იყო მხოლოდ ორი კანდიდატი - ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა გამორიცხა და ოპოზიციას არჩევანის გაკეთება სხვა ხუთ კანდიდატს შორის შესთავაზა.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ მათ კანდიდატები არ ჰყავთ და კანდიდატთა სიიდან არჩევანის გაკეთებას ხუთ კანდიდატს შორის გვთავაზობს.

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არც ერთს ვემხრობით. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატებს ექნებათ.

პროფესიული თვისებებით, პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ბურჯანაძე და აბაშიძე იმ ხუთეულისგან გამოირჩევიან, ვინც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა. კომისიამ, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შეიქმნა, მათ უმაღლესი ქულები დაუწერა. "ქართულ ოცნებას" მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანია ამ ორი ადამიანის მიღწევები და მუშაობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება