არმაზ ახვლედიანი - გიორგი კირთაძეზე თავდასხმით ჩვენ გვეუბნებიან: გაჩუმდით, დადუმდით, ყველას მოგაკითხავთ! - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას”, გააკეთეთ მკაფიო განცხადება, „მაგრამ“ არ დააყოლოთ

რას ვერ პატიობენ კირთაძეს? ამ ამბით რა გზავნილი გამოგვიგზავნეს ოპოზიციასა და საზოგადოებას? - ჩვენ გვეუბნებიან: გაჩუმდით! დადუმდით! ყველას მოგაკითხავთ! - ასე გამოეხმაურა დეპუტატი არმაზ ახვლედიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას.

როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, გიორგი კირთაძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ყველაზე მეტად გაიაზრა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი მთავარი შეცდომები და პრობლემები.

“გიორგი კირთაძის ნაცვლად ჩემთვის ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტი რომ ყოფილიყო, ჩემი აღშფოთება იგივე იქნებოდა. გიორგი კირთაძისნაირი დახვეწილი, გამორჩეული, კულტურული ადამიანი ოპოზიციურ ფრონტზე, ცოტა მეგულება - ის ადამიანია, რომელმაც ყველაზე მეტად გაიაზრა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი მთავარი შეცდომები და პრობლემები. ყველაზე კულტურულად ჩაატარა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები და ფაქტობრივად, ბათუმში გაიმარჯვა. რას ვერ ჰპატიობენ კირთაძეს? ამ ამბით რა გზავნილი გამოგვიგზავნეს ოპოზიციას და საზოგადოებას? ჩვენ გვეუბნებიან: გაჩუმდით! დადუმდით! ყველას მოგაკითხავთ!“,- განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, ახვლედიანის თქმით, ის დარწმუნებულია.

დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრს და „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, მკაფიო განცხადებები გააკეთონ „მაგრამ“ გარეშე, რადგან „მაგრამ“ ამ შემთხვევაში ეშმაკისეულია“.

„მე არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. „ცისფერი მთებია“ თავიდან ბოლომდე, ოღონდ სასაცილო არაფერი არ დარჩა. ჩვენ კატასტროფის ზღვარზე ვართ, რადგან ძალადობა ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, გააკეთეთ მკაფიო განცხადება, ოღონდ, მაგრამ არ დააყოლოთ, „მაგრამ“ ამ შემთხვევაში ეშმაკისეულია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. როგორც კირთაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. მისივე თქმით, აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო