გიგი უგულავა - ზელენსკის განცხადება იმედისმომცემია - ხელისუფლებას უნდა რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდოს სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი, მკვდრის წინაშე იდგებოდით მიკროფონით

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ზელენსკის განცხადება დაინახა, მათთვის ეს დიდი დისკომფორტი იქნებოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება იმედისმომცემია.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მხარში უდგას მიხეილ სააკაშვილს. მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ზელენსკის სიტყვას უსმენს ყველა ჩვენი პარტნიორი და შესაბამისად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ გინებას და შეურაცხყოფას ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაინახა ზელენსკის განცხადება, მათთვის ეს იქნებოდა დიდი დისკომფორტი. უნდა ესმოდეს კობახიძესაც და თითოეულ ასეთ სუბიექტს, რომ ყველა ის ფული, რაც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, დასავლეთშია. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ლანძღონ, საბოლოო ჯამში ვინ ვის გამოლანძღავს და ვისკენ დარჩება სიმართლე და გამარჯვება, გამოჩნდება. ამიტომ ზელენსკის განცხადება არის იმედისმომცემი, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ ამის გამო და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს“, - განაცხადა უგულავამ.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესების მტერი და მოღალატეა.

ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე, ირაკლი კობახიძე და ღარიბაშვილი არიან მოღალატეები, ვინც მათ ემსახურება არის ხშირ შემთხვევაში მოღალატე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ან უვიცია, ან კრეტინი და ამას ხელფასის გამო აკეთებს. მათ უნდათ, რომ რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდონ სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი იდგებოდით მიკროფონით მკვდრის წინაშე. ეს არის დღეს "ქართული ოცნება", ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, როდესაც ასეთ ძალას ემსახურებიან - ყველას თავისი მოეკითხება და ივანიშვილს და ვიღაც ჭანჭიკს, რა თქმა უნდა, ერთნაირად არ მოეკითხება“, - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო