ლევან ხაბეიშვილი - ნებისმიერი სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, არის “რუსული ოცნების” ბოროტება

ნებისმიერი სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არის მხოლოდ “რუსული ოცნების” ბოროტება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგად არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასება და დოკუმენტაციაა არსებობს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„საზოგადოებამ მისი ნებისა და კანონის საწინააღმდეგოდ ვიზუალურად ნახა, როგორ გამოიყურება პრეზიდენტი სააკაშვილი, ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად გაანალიზა და აღიქვა, რომ არის მხოლოდ „რუსული ოცნების“ ბოროტება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგად არის. პოლიტიკოსები, „რუსული ოცნების“ სპიკერები საქართველოში ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგად არის, პროფესიონალები ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას პრობლემა აქვს და მათ შორის დადასტურებულია მოწამვლის ფაქტი. შესაბამისად, ყველა დოკუმენტაცია არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა. ვოლსკისა და მდინარაძის განცხადებები არ ნიშნავს პროფესიონალების გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შეუძლებელია ენდო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

„ღარიბაშვილს შეიძლება ენდოს პრეზიდენტი სააკაშვილი?. არიან ექსპერტები, ექიმები, პროფესიონალები და დასკვნებს ისინი აკეთებენ“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი