იაგო ხვიჩია - თუ „ქართული ოცნება“ მართლა ღელავდა ევროინტეგრაციასა და 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგიდაზე მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის გასაღები უნდა დაედო

პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა, საზოგადოებამ დაინახა მისი ის კადრი, რისი დანახვაც სააკაშვილისთვის გეგმის ნაწილი იყო , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლება ყოფილმა პრეზიდენტმა ბრძოლით უნდა მიიღოს ან თხოვნით.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, მის გათავისუფლებას ნიშნავს.

„მესიჯი უნდა იყოს გულწრფელი. „შემიწყალე, თორემ თავ-ყბას გაგიერთიანებ“, არ არის სწორი მესიჯი. „ცუდად მოვიქეცი, შემიწყალეთ“ - სწორი მესიჯია. საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს მის გათავისუფლებას. გათავისუფლება ბრძოლით უნდა მიიღო ან თხოვნით“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, ორივე მხარე - სახელმწიფო და მიხეილ სააკაშვილი, „არასწორი მეთოდებით არის ჩართული“ საქმეში.

„ამ ხნის განმავლობაში არც ერთი და არც მეორე მხრიდან სერიოზული პირობა მაგიდაზე არ დევს. ორივე მხრიდან მიმდინარეობს არასერიოზული ჩხუბი“,- დასძინა ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ათქმევინოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა.

„რას ითხოვს „ქართული ოცნება“ ამისთვის ან თუნდაც, რა არის საპროცესო გარიგების საფასური. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზეა დადებული მთელი ფსონი“,- აღნიშნა მან.

კითხვას, უშვებს თუ არა სააკაშვილის საკითხით პოლიტიკურ ვაჭრობას ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხვიჩია პასუხობს, რომ ამ საკითხით ვაჭრობა აქამდეც უნდა ყოფილიყო.

„აქამდეც უნდა ევაჭრათ. აქამდე რას აკეთებდნენ?! - „ქართული ოცნება“ თუ მართლა ღელავდა ევროინტეგრაციასა და 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგიდაზე უნდა დაედო გასაღები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში