საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ღირსების შემლახველი დამოკიდებულება აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ

თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს" წევრი, საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ღირსების შემლახველი დამოკიდებულება აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე სპეკულირების დასასრულებლად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყოს, პირდაპირ ამ ხელისუფლების ინტერესებშია, ზუსტად ამის გამოძახილია ის ქცევა და ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, რომელსაც მასთან დაკავშირებით ვხედავთ. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხით სპეკულირებისთვის წერტილის დასასმელად უნდა მოხდეს მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს საბოლოოდ დაასრულებს ყველანაირ სპეკულაციას და ამ ხელისუფლების ინტერესის სასარგებლოდ საკითხის გამოყენებას",-განაცხადა ბუაძემ.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ რეპლიკებს, მან აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა იყოს პატიმარი და რა ბრალიც არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი, არსებობს ელემენტარული ადამიანის ღირსებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ცხადია, ასეთი გამონათქვამები პატიმრობაში მყოფი ადამიანის მისამართით არის მიუღებელი. ეს ამ გამონათქვამების ავტორებზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ადრესატზე",-განაცხადა ბუაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს