ანა წითლიძე - ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები - ვითხოვ, რომ გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე

ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე,- ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

წითლიძის თქმით, მისი მოთხოვნა უცვლელია.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ და ანგარიშსწორება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები - ვითხოვ, რომ გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს.

წითლიძესთან ერთად, 15 დეკემბერს, შიმშილობა პარტიის კიდევ ორმა წევრმა - დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, 16 დეკემბერს კი მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა. სამივე მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ