ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის - ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა.

ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, რომ სატელეფონო საუბროს დროს მან უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.

"ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მალე დაიწყებს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შეთანხმებული პაკეტიდან თანხების გადარიცხვას ყოველთვიური ტრანშების სახით.

„მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში“, - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება