გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ დიდი ბოროტება დატოვა, რასაც იზიარებს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის ცნობილი - ფაქტია, ბევრი ვერ შეიკრიბნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში დიდი ბოროტება დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი ადამიანია და ოჯახია, ვინც „ეს სადისტური მმართველობა განიცადა“.

„ცხოვრების მანძილზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ხელისუფლების სათავეში იყო, საკმაოდ დიდი ბოროტება დატოვა, რასაც გარკვეულწილად იზიარებს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო დონეზეც ცნობილია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციებს რაიმე სახის გავლენა, თუნდაც ხელისუფლების პოზიციაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ სხვადასხვა მასშტაბით აქციები გაიმართა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ეს არ არის იმით გამოწვეული, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ, პირიქით, ინფორმაცია აქვთ და ზუსტად იციან სააკაშვილის „დამსახურებები“ ქართველი ერის წინაშე. უამრავი ადამიანია და ოჯახია, ვინც განიცადა ეს სადისტური მმართველობა, რასაკვირველია, ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ ამ თემის ირგვლივ დესტაბილიზაციის მომწყობი პოლიტიკური გაერთიანება როგორმე წარმატებული იყოს, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებაც შეაფასა, რომლის აზრით, „არ იყო საჭირო ერთი და იგივე მოთხოვნით ორი აქციის გაკეთება და ვაი, იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს“.

„ზოგადად აქცია, რომელსაც ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა ადამიანი ატარებს სწორედ იმ მიზნით, რასაც ჰქვია შერყევა და სააკაშვილის ფაქტორის გარშემო საზოგადოების გაერთიანება, საქართველოში სტაბილურობის შერყევას ემსახურება, რასაკვირველია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს. ფაქტია, რომ ბევრი ვერ შეიკრიბნენ. თავად ხაბეიშვილი გაუგებარი ფიგურაა. ის არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის თუ სხვა პიროვნების ინტერესის გამტარებლად, ის ცდილობს თავისი ინტერესი გაატაროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გამოხატეს.

სოლიდარობის პროტესტის მონაწილეების ნაწილი მშვიდობის ხიდთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი - „მიშას სიცოცხლისთვის" გადმოფინეს.

ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეები შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, რის შემდეგაც მსვლელობით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლეს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“