ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიზანი მისი გათავისუფლებაა და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ

მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიზანი მისი გათავისუფლებაა და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებთ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არავის ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს მის გათავისუფლებას და გადაყვანასაც. მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი არც ქვეყანში და არც ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას - გათავისუფლებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ პოლიტიკოსებს. მისი პარტიის მიზანია მისი გათავისუფლება და სხვა პარტიებს ასეთი მიზნები არ ამოძრავებს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი დღესვე შეწყალება არ ნიშნავს პირდაპირ მის თავისუფლებას. ის, რომ ის მას შეიწყალებს არ ნიშნავს, რომ კარი გაიღება და გარეთ გამოვა. მიმდინარე სამი საქმეა კიდევ, რომლის ფარგლებშიც ძალიან მარტივია, რომ პატიმრობა გახანგრძლივდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024